saqarTvelos kuTxeebi da teritoriuli mowyoba  
  
 
 
 
 


samegrelo-zemo svaneTis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ადმინისტრაციულად 8 მუნიციპალიტეტად იყოფა:

abaSis municipaliteti zugdidis municipaliteti martvilis municipaliteti mestiis municipaliteti
senakis municipaliteti Cxorowyus municipaliteti walenjixis municipaliteti xobis municipaliteti

მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ.

geografia

სამეგრელო–ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის 10,6 %-ია, რაც შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3,01 ათასი კვ.კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40,7 %.

დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთი, რომელთანაც საზღვარი მდინარე ენგურზე და კოდორის ქედზე გადის, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაციის სუბიექტები: ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი არიან გამოყოფილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, რომელთანაც სვანეთის და ეგრისის ქედებზე და ასხის მასივზე გადის საზღვარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - იმერეთი და სამხრეთით - გურია.

ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ „ჭერად“ ითვლება. მისი ტერიტორიის 96 % ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხოლო 65,8 % 2000 მეტრზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

mosaxleoba

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
სამეგრელო და ზემო სვანეთი 374,633 412,190 422,957 425,473 429,200 466,100 330,761 328,400 324,200 320,800
ქ. ფოთი 48,117 45,979 48,508 50,922 51,100 47,149 41,465 41,800 41,700 41,700
აბაშის 30,286 30,416 29,246 28,219 28,600 28,707 22,341 21,700 21,200 20,800
ზუგდიდის 96,643 112,241 120,217 125,444 126,800 167,760 105,509 105,700 104,200 103,300
მარტვილის 47,777 49,167 47,797 46,009 46,100 44,627 33,463 33,100 32,800 32,600
მესტიის 16,311 17,801 17,442 14,776 14,800 14,248 9,316 9,500 9,500 9,500
სენაკის 47,553 50,336 50,774 52,681 52,600 52,112 39,652 38,500 37,700 36,900
ჩხოროწყუს 27,647 30,784 31,404 29,840 30,600 30,124 22,309 22,200 22,100 21,900
წალენჯიხის 29,019 37,813 39,477 38,643 39,200 40,133 26,158 25,700 25,200 24,800
ხობის 31,280 37,653 38,092 38,939 39,400 41,240 30,548 30,100 29,007 29,200

religia

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის თანახმად სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ხუთი ეპარქია:

  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ანაკლია, ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) - გერასიმე. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
  • მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (დ. მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტი) - ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.
  • სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, დ. ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს და სენაკის მუნიციპალიტეტები) - მიტროპოლოტი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.
  • ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი) - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
  • ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტები) - მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშაში.

ekonomika

ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა (ფოთი, ხობი), ცენტრალურ და მაღალმთიან ზონებში (მესტია). ფოთი საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია, რომელზეც მოდის ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი წილი. რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე.

folklori

სამეგრელო-ზემო სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეგრული და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს - მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.

მეგრულ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი (ცეკვა და სიმღერა) კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.

ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.

საპრეზიდენტო ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.

ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ „ოდოიას“ ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები - იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).

religiuri dResaswaulebi

  • კონსტანტინეობა – აღინიშნება 1989 წლიდან, ყოველი წლის 15 მაისს, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს. სახალხო ზეიმი იმართება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ–მუზეუმში.
  • ვლაქერნობა – აღინიშნება ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
  • კვირიკობა – აღინიშნება 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების დღეს.

sporti

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 9 კომპლექსური და 3 მარტივი ტიპის სასპორტო სკოლა.

სპორტულ სკოლებში ფუნქციონირებს სექციები შემდეგ სახეობებში:

  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  • ჭიდაობა სამბო
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • კარატეს სექცია
  • ტანვარჯიში
  • მკლავჭიდი
  • კალათბურთი
  • ფრენბურთი
  • ხელბურთი
  • ფეხბურთი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 5 საჭადრაკო სკოლა და 2 საჭადრაკო სექცია, სადაც აღზრდილა არაერთი წარმატებული მოჭადრაკე:

 

samegrelo-zemo svaneTis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი ზუგდიდი
კოორდინატები

42°30`00″ ჩ. გ. 41°51`00″ ა. გ.

ფართობი 7441 კმ²
მოსახლეობა  330 761 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 44,45 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,37 %
რუსები 0,35 %
უკრაინელები 0,09 %
სომხები 0,04 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,58 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://szs.gov.ge/

 

       
       

 

samegrelo-zemo svaneTis istoria
ოდიშის სამთავრო
სამეგრელო სვანეთის სამთავრო
სვანეთი აფხაზეთის სამთავრო
საქართველოს ისტორია იმერეთის სამეფო

 

samegrelo-zemo svaneTis RirSesaniSnaobebi
1   4  
2   5  
3   6  

 

1 ანაკლიის ციხე   ჭაქვინჯის ციხე
  რუხის ციხე   თამაკონის ციხე
  ნოღის ციხე   ციხე კაცხარა
  ჯაღირის ციხე   მაღალგორის ციხე
  ულურიის ციხე   დობერას ციხე
  დილაქირსეს ციხე-სიმაგრე   ლექარდეს ციხე-კოშკი
  მამუკიას კოშკი   მუმანა ციხე-კოშკი
  ჯგალის კონუსისებრის კოშკი   ომუნე ციხე-კოშკი
  აბედათის ციხე-დარბაზი    
  ნოჯიხევი ციხის ნანგრევები   ჯიხა ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
  სათოფურიანი ციხის ნანგრევები   ჯიხა ციხის ნანგრევები (საჩინო)
  ლესალეს ციხის ნანგრევები   გამაჯის ციხის ნანგრევები
  სქურის ციხის ნანგრევები    

 

1 ტყვირის ეკლესია 13 კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
2 სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია 14 წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია
3 კადარის ეკლესია 15 საეპისკოპოსო ეკლესია
4 გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესია 16 წმინდა ბარბარეს ეკლესია
5 ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია 17 ჯვარის ეკლესია
6 ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია 18 ლეშამგეს ეკლესია
7 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა) 19  
8   20  
9   21  
10   22  
11   23  
12 წმინდა გიორგის სახელიობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს. 24 ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.

 

1 სეფიეთის ტაძარი 13 წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
2   14  
3   15  
4   16  
5   17  
6   18  
7   19  
8   20  
9   21  
10   22  
11   23  
12 ცაიშის მონასტერი    

დადიანთა სასახლე ზუგდიდში

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

  • მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი
  • მარტვილის მონასტერი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XII ს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში.
  • ჟუჟღი - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • ონიორე - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • ტობის მღვიმე (ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა, მთის ბილიკები.
  • სამიქაოს გამოქვაბული
  • ნაოხვამუ საეკლესიო კათედრა
  • ჯიხა თავდაცვითი ხასიათის
  • ქვაცანცალა
  • ნოჯიხური XI-XV ს.

უძველეს მონასტერთა შორის აღსანიშანავია მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი, რომელიც X საუკუნეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, ხოლო ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელსქართლის ცხოვრების ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.

muzeumebi
  ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი   ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი   ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
  სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი   ტარას კვარაცხელიას სახლ–მუზეუმი
  ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი   ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი
  გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი   ეგნატე ფიფიას სახელობის მუზეუმი (ჩქვალერი)
  წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი    

კურორტები

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე